ზივზივაძემ ვერც ამჯერად გაიტანა - „ჰაიდენჰაიმმა“ ისევ წააგო #1TVSPORT
ზივზივაძემ ვერც ამჯერად გაიტანა - „ჰაიდენჰაიმმა“ ისევ წააგო #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ისევ ვერ გაიტანა, ხოლო „ჰაიდენჰაიმმა“ შინ „მაინცთან“ წააგო და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა – 0:2.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, თანაგუნდელები საგოლე შანსს ვერ უქმნიან და, ბუნდესლიგაში გადასვლის მიუხედავად, ბუდუს ჯერ ტოპლიგაში გოლი არ გაუტანია.

22-ე ტურის შეხვედრაში „ჰაიდენჰაიმი“ თავიდან კარგად უტევდა, მაგრამ ანგარიში 29-ე წუთზე „მაინცმაბურკარდტის მიერ გატანილი ბურთით გახსნა, ხოლო ვაიპერის ზუსტი დარტყმით 49-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჰაიდენჰაიმმაბუნდელსიგაში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო და 22 ტურის შემეგ 14 ქულით მე-16 ადგილზეა.