ზივზივაძემ უნგრეთში დებიუტი გოლით აღნიშნა

00:44, 14.07.2019

ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც უნგრულ კლუბ „მეზოკოვეშდში“ ხუთშაბათს ჩაირიცხა, ახალ გუნდში თავის გამოჩენა უკვე მოახერხა.

მეზოკოვეშდშმა“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურ შეხვედრაში „მინაის“ უმასპინძლა და ეს უხვგოლიანი შეხვედრა 3:3 დასრულდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირმა უნგრულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა – ქართველი თავდამსხმელი „მეზოკოვეშდში“ მეორე ტაიმში გამოჩნდა და თავისი პირველი გოლი პენალტით გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ზივზივაძის თანაგუნდელი მიხაილო მესხია, უკრაინის მოქალაქეობის მქონე 22 წლის ნახევარმცველი, რომელიც „მეზოკოვეშდში“ 2018 წლიდან ირიცხება.

მსგავსი