ზივზივაძემ ტიტული ვერ მოიპოვა - თასი „ჰოვედისაა“ [ვიდეო]
ზივზივაძემ ტიტული ვერ მოიპოვა - თასი „ჰოვედისაა“ [ვიდეო]

ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვეშდი“ უნგრეთის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ საპატიო ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა და ბუდაპეშტის „ჰონვედთან“ დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავადმსხმელი „მეზოკოვეშდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ფინალი სრულად ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა.

ბუდაპეშტის „პუშკაშ-არენაზე“ „ჰონვედისა“ და „მეზოკოვეშდის“ შეხვედრაზე მაყურებელი დაუშვეს და უნგრეთის თასის ფინალს 10,000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

მატჩი „მეზოკოვეშდის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ 33-ე წუთზე „ჰონევდის“ მცველმა ივან ლოვრიჩმა ანგარიში გახსნა. ოთხ წუთში „მეზოკოვეშდის“ შემტევმა ლასლო პეკარმა ლამის 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1.

თუმცა, 56-ე წუთზე, ბუდაპეშტელთა ნახევარმცველმა ჯორჯ კამბერმა ზივზივაძის გუნდის კარი მეორედ აიღო და როგორც გაირკვა, „ჰონევდს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.

ბუდაპეშტურმა გუნდმა თასი მერვედ აღმართა.