ზივზივაძემ შეცვლაზე შანსი ვერ გამოიყენა - „კარლსრუე“ „აინტრახტს“ დაუზავდა #1TVSPORT
ზივზივაძემ შეცვლაზე შანსი ვერ გამოიყენა - „კარლსრუე“ „აინტრახტს“ დაუზავდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ შეხვდა და ქულა მოიპოვა – 1:1.

26-ე ტურის შეხვედრას ქართველის გუნდმა საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა. ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა. „კარლსრუემ“ თამაში ცუდად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე გოლი გაუშვა. მასპინძელთა კარი ლიონ ლაუბერბახმა აიღო.

58-ე წუთზე მასპინძლებმა „აინტრახტის“ კარი აიღეს, მაგრამ ვიდეოერეფერიზე შემოწმების შემდეგ გოლი არ ჩაითვალა. თუმცა, „კარლსრუემ“ წონასწორობა მაინც აღადგინა. 69-ე წუთზე გოლი ლეონ იენსენმა გაიტანა, ხოლო სტუმართა მეკარე იასმინ ფეიზიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა.

ზივზივაძეს დამატებულ მე-3 წუთზე გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარემ ბურთი აუღო და სტუმრები გადაარჩინა, გუნდებმა კი ქულები გაინაწილეს 1:1.

26 ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 35 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა, ლიდერთა სამეულს კი 5 ქულით ჩამორჩება.