ზივზივაძემ შეცვლაზე ითამაშა - „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნის საფრთხე თავიდან აიცილა #1TVSPORT
ზივზივაძემ შეცვლაზე ითამაშა - „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნის საფრთხე თავიდან აიცილა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში „ჰანოვერს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრის მოგებით (2:1) ლიგიდან გავარდნის საფრთხე, ფაქტობრივად, თავიდან აიცილა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს უნგრეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა აკლია და 31-ე ტურის შეხვედრაშიც სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი მხოლოდ 76-ე წუთზე გამოჩნდა.

კარლსრუე“ პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მე-4 წუთზე ანგარიში კაუფმანმა გახსნა, ხოლო მე-12 წუთზე შლოისნერმა ანგარიში ორამდე გაზარდა. შესვენებამდე „ჰანოვერმა“ ერთი გოლი გაიტანა და ტაიმი „კარლსრუემ“ 2:1 მოიგო.

შესვენების შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ ეს დაპირისპირება „კარლსრუეს“ გამარჯვებით დასრულდა.

31 ტურის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის გუნდი 42 ქულით მე-8 ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „კარლსრუეგასავარდნ ზონას 12 ქულით დაშორდა და, ფაქტობრივად, მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნის საფრთხე თავიდან აიცილა.