ზივზივაძემ შეცვლაზე ითამაშა - „ჰაიდენჰაიმი“ „ლაიპციგთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის ბუდნესლიგაში „ლაიფციგს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი 57-ე წუთზე შევიდა, მაგრამ გუნდის ცუდი თამაშის ფონზე გოლით და საგოლე გადაცემით თავი ვერც მან გამოიჩინა.
„ლაიფციგმა“ ანგარიში 48-ე წუთზე ბაუმგარტნერის დარტყმით გახსნა, 78-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში რომულომ დააფიქსირა და თავის გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა, „ჰაიდენჰაიმმა“ კი ზედიზედ მეორედ წააგო და ქულის გარეშეა.