ზივზივაძემ სეზონი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო - „კარლსრუემ“ გასვლაზე მოიგო #1TVSPORT
ზივზივაძემ სეზონი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო - „კარლსრუემ“ გასვლაზე მოიგო #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ სეზონის პირველი შეხვედრა ჩაატარა „კარლსრუეში“, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში „ოსნაბრუკს“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გასულ სეზონში „კარლსრუეში“ გადასვლის შემდეგ, უმთავრესად სათადაროგოთა შორის რჩებოდა და გუნდის დატოვება ამიტომაც სურდა. ამჯერად კი ზივზივაძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარა.

სეზონის სასტარტო მატჩი ქართველის გუნდმა კარგად დაიწყო და შესვენებამდე 2:1 დაწინაურდა. „კარლსრუემ“ ანგარიში სწრაფად გახსნა – მეორე წუთზე „ოსნაბრუკის“ კარი გამოცდილმა ნახევარმცველმა, მარვინ ვანიცეკმა აიღო. მართალია, ერიკ ენგელჰარდტმა მე-13 წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ვანიცეკმა (36-ე წუთი) სტუმრები ისევ დააწინაურა.

„ოსნაბრუკმა“ ბოლომდე იბრძოლა და 71-ე წუთზე ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა – კუთხურის გათამაშების შემდეგ სტუმრების მცველებმა კარის წინ უყურადღებოდ დატოვეს რობერტ ტეშე, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით გაიტანა.

„კარლსრუემ“ ბოლო წუთები შეტევაში გაატარა და მიზანს 87-ე წუთზე დენის ბურნიჩის ეფექტური გოლით მიაღწია – 3:2.