ზივზივაძემ სავიზო პრობლემა მოაგვარა და „კარლსრუეში“ პირველად ივარჯიშა #1TVSPORT
ზივზივაძემ სავიზო პრობლემა მოაგვარა და „კარლსრუეში“ პირველად ივარჯიშა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც „კარლსრუესთან“ კონტრაქტი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გააფორმა, გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა – ინფორმაციას მეორე ბუნდესლიგის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ ვარჯიში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქართველმა თავდამსხმელმა სავიზო პრობლემები მოაგვარა, მწვრთნელის ასისტენტთან, სირუს მოტეკალემთან ერთად საღამოს  გუნდთან ერთად ივარჯიშა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ მოთამაშე 31 იანვარს გახდა და გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2,5 წლით გააფორმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბოლოს უნგრული „ფეჰერვარის“ მოთამაშე იყო.

ბუდუ ზივზივაძე მანამდე „დინამო თბილისში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, „ესბიერგში“, „მეზოკოვეშდსა“ და „უიპეშტში“ თამაშობდა. ზივზივაძე საქართველოს ნაკრების წევრია, რომლის ფორმითაც 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.