ზივზივაძემ მცირე ტრავმის გამო დაისვენა - „კარლსრუემ“ აუტსაიდერებთან სხვაობა გაზარდა #1TVSPORT
ზივზივაძემ მცირე ტრავმის გამო დაისვენა - „კარლსრუემ“ აუტსაიდერებთან სხვაობა გაზარდა #1TVSPORT

კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის მორიგ შეხვედრაში „რეგენსბურგს“ დაუპირისპირდა, 1:0 დაამარცხა და აუტსაიდერთა ზონას დაშორდა.

22-ე ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ განაცხადში არ იყო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ტრანსფერის შემდეგ „ფიურტთან“ შეხვედრის განაცხადში მოხვდა, შემდეგ ამხანაგური მატჩი ითამაშა, მაგრამ „ზანდჰაუზენთან“ და „რეგენსბურგთან“ მოგებულ შეხვედრებში შემადგენლობაში არ იყო.

მატჩამდე „კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბუდუ ზივზივაძე, რომელიც „ზანდჰაუზენთან“ განაცხადში არ იყო, სამშაბათს მოედანს დაუბრუნდა და თავს ნორმალურად გრძნობდა, მაგრამ ვარჯიშზე მუხლის ტკივილმა შეაწუხა.

რაც შეეხება „რეგენსბურგთან“ შეხვედრას: „კარლსრუე“ 24-ე წუთზე დაწინაურდა – გოლი მიკელ კაუფმანმა გაიტანა. საბოლოოდ, მასპინძლებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და ერთ-ერთ აუტსაიდერთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 1:0.

ამრიგად, ზედიზედ სამი მოგების შემდეგ „კარლსრუეაუტსაიდერთა ზონას დაშორდა – გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამართული 22 ტურის შემდეგ ზივზივაძის გუნდი 28 ქულით მე-10 ადგილზე დაწინაურდა.