ზივზივაძემ ისევ გაიტანა (ვიდეო)
ზივზივაძემ ისევ გაიტანა (ვიდეო)
ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში მორიგი გოლი გაიტანა. ქვეყნის ჩემპიონატის ტურში ქართველის გუნდი „მეზოკოვეშდი“ „კაპოშვარს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
25 წლის ქართველი თავდამსხმელი „მეზოკოვეშდის“ სათადარიგოებში იყო, მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა, ოთხ წუთში კი გოლი გაიტანა. მისმა თანაგუნდელმა მეტოქის შეტევა მოიგერია და ბუდუმ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, საიდანაც მეტოქის კარამდე 70 მეტრი ირბინა და ზუსტად დაარტყა 0:4. ბუდუსთან ერთად „მეზოკოვეშდში“ ითამაშა მიხეილ მესხმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

24 ტურის შემდეგ „მეზოკოვეშდი“ 44 ქულით უნგრეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ლიდერ „ფერენცვაროშს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი