ზივზივაძემ ისევ გაიტანა - ქართველმა თავდამსხმელმა ამჯერად „ნიურნბერგის“ კარი აიღო #1TVSPORT
ზივზივაძემ ისევ გაიტანა - ქართველმა თავდამსხმელმა ამჯერად „ნიურნბერგის“ კარი აიღო #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ „ნიურნბერგთან“ ამხანაგურ მატჩში კვლავ გაიტანა და „კარლსრუეს“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა – 3:1.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა. ამხანაგური შეხვედრა ესპანეთში, ესტენოპაში გაიმართა. ანგარიში 24-ე წუთზე ზივზივაძემ გახსნა, მაგრამ 42-ე წუთზე ჩან ილმაზ უზუნმა გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

„კარლსრუემ“ მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა – „ნიურნბერგს“ ორჯერ იგორ მატანოვიჩმა (53, 76) გაუტანა და საბოლოოდ ქართველის გუნდმა 3:1 გაიმარჯვა. შემდეგ შეხვედრას „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში ჩაატარებს, გუნდი 19 იანვარს „ოსნაბრუკს“ უმასპინძლებს.

ბოლო შეხვედრებში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს „კარლსრუეს“ მწვრთნელი კრისტიან ეიხნერი ენდობა და ზივზივაძეც იმედებს ამართლებს. მან ბოლო 7 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.