ზივზივაძემ ისევ გაიტანა - ქართველის გუნდი მეორე ადგილზე დაწინაურდა (ვიდეო)
ზივზივაძემ ისევ გაიტანა - ქართველის გუნდი მეორე ადგილზე დაწინაურდა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძემფეჰერვარში“ მორიგი გოლი გაიტანა – უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ქართველი თავდამხმელის გუნდმა საკუთარ სტადიონზე „ზალაეგერსეგს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

საწყის ტურებში შეცვლებზე თამაშის შემდეგ, 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა უნგრეთის ვიცე-ჩემპიონ „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა და ამჯერადაც სასტარტო თერთმეტ მოთამაშეს შორის იყო. ანგარიშიც მან გახსნა – თანაგუნდელისგან მიღებული გადაცემის შემდეგ მეტოქის მცველი მოატყუა და ზუსტად დაარტყა. 76-ე წუთზე კი შეცვალეს. ბუდუ ზივზივაძეს 10 შეხვედრის შემდეგ 4 გოლი აქვს გატანილი.

ამის შემდეგ „ფეჰერვარმა“ მეტოქეს კიდევ ერთხელ გაუტანა და საბოლოოდ, 2:0 გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველის გუნდმა სატურნირო ცხრილში 11 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე დაწინაურდა და ლიდერ „ფერენცვაროშს“ ქულით ჩამორჩება, მაგრამ ლაშა დვალის გუნდს 2 მატჩი მარაგში აქვს.