ზივზივაძემ ისევ გაიტანა - „კარლსრუემ“ გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერთან გაიმარჯვა #1TVSPORT
ზივზივაძემ ისევ გაიტანა - „კარლსრუემ“ გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერთან გაიმარჯვა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში ისევ გაიტანა და „კარლსრუეს“ „ჰამბურგთან“ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში დაეხმარა – 4:3.

ქართველი თავდამსხმელის გუნდი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს გასვლაზე დაუპირისპირდა – ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 84 წუთი ითამაშა და მწვრთნელის ნდობა გაამართლა.

მატანოვიჩის დუბლით (3, 6) „კარლსრუე“ სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ „ჰამბურგმა“ ჯატას (33) და ბენესის (35) გოლებით შესვენებამდე წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როდესაც ბუდუ ზივზივაძემ სტუმრები ისევ დააწინაურა. „ჰამბურგმა“ შეუტია და ამჯერად გლაცელის (62) გოლით გაათანაბრა, მაგრამ მარვინ მანიცეკმა 81-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „კარლსრუეს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

„კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში გამართული 19 ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილიდან მერვე პოზიციაზე დაწინაურდა, ბუნდესლიგის პლეი ოფის ზონასთან ჩამორჩენა კი რვა ქულამდე შეამცირა.

ბუდუ ზივზივაძემ ოთხ ტურში მესამე გოლი გაიტანა, სულ კი ბოლო ცხრა შეხვედრაში მეტოქის კარი ექვსჯერ აიღო. ქართველი ფეხბურტელი მატანოვიჩსა და ვანიცეკთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.