ზივზივაძემ ისევ ძირითადში ითამაშა - „კარლსრუემ“ „ოსნაბრუკი“ დაამარცხა #1TVSPORT
ზივზივაძემ ისევ ძირითადში ითამაშა - „კარლსრუემ“ „ოსნაბრუკი“ დაამარცხა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა „კარლსრუეში“, რომელმაც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სეზონი „ოსნაბრუკთან“ მოგებით (2:1) განაახლა.

მე-18 ტურის შეხვედრაში ზივზივაძე „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა. თუმცა ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

ქართველის გუნდმა მეტოქეს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და სწრაფი გოლით დაწინაურდა – ანგარიში მე-4 წუთზე კრისტოფერ კობალდმა გახსნა. სტუმართა ნახევარმცველმა, დეივ გნაასმა 24-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.

გადამწყვეტი გოლი 55-ე წუთზე გავიდა – მასპინძელთა შეტევა მარვინ ვანიცეკმა დააგვირგვინა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

„კარლსრუემ“ 18 ტურის შემდეგ 24 ქულა დააგროვა და პლეი ოფის ზონაში მყოფ „ჰამბურგთან“ ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა.