ზივზივაძემ ისევ ძირითადში ითამაშა - „კარლსრუე“ „დარმშტადტმა“ დაამარცხა #1TVSPORT
ზივზივაძემ ისევ ძირითადში ითამაშა - „კარლსრუე“ „დარმშტადტმა“ დაამარცხა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მეორედ ითამაშა „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში „დარმშტადტს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

29-ე ტურის შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა მოედანზე ჯამში 61 წუთი დაჰყო, პირველ გოლში კი თავისი წვლილი შეიტანა. „კარლსრუემ“ კარგად დაიწყო – მე-11 წუთზე, ზივზივაძისგან შეწუხებულმა ნახევარმცველმა ბურთი დაკარგა, შეტევა კი ფაბიან შლოისენერმა გოლით დააგვირგვინა. მასპინძლებმა 28-ე წუთზე ბრაიდონ მანუს ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს და ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდგე ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შანსი, მაგრამ მომენტით მასპინძლებმა ისარგებლეს. 51-ე წუთზე „დარმშტადტის“ თავდამსხმელმა ფილიპ ტიციმ „კარლსრუეს“ კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

წაგების მიუხედავად, „კარლსრუე“ 29 ტურის შემდეგ 39 ქულით მეცხრე ადგილზე დარჩა და პლეი აუტის ზონას 12 ქულითაა დაშორებული.