ზივზივაძემ გამძლეობის ტესტი ჩააბარა - სანაკრებო თამაშების შემდეგ ბუდუ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა #1TVSPORT
ზივზივაძემ გამძლეობის ტესტი ჩააბარა - სანაკრებო თამაშების შემდეგ ბუდუ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა #1TVSPORT

გერმანული გამოცემის, bnn.de-ს მტკიცებით, ბუდუ ზივზივაძემ ფიზიკური მომზადების ტესტი წარმატებით ჩააბარა და მზადაა, „კარლსრუეს“ სრულფასოვნად დაეხმაროს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეში“ გადასვლის შემდეგ ტრავმის მოშუშების პროცესში იყო და გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბევრი არ უთამაშია. ბოლო, 26-ე ტურში კი „ბრაუნშვაიგთან“ (1:1) მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა.

„კარლსრუემ“ თამაში ცუდად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე გოლი გაუშვა, მასპინძელთა კარი ლიონ ლაუბერბახმა აიღო. წონასწორობის აღდგენა ზივზივაძის გუნდმა 69-ე წუთზე მოახერხა, თავი იენსენმა გამოიჩინა.

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშების შემდეგ ბუდუ ზივზივაძე კლუბში დაბრუნდა და გამძლეობის ტესტის შემდეგ გრძნობს, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა. მას სურს აჩვენოს, რისი გაკეთება შეუძლია „კარლსრუესთვის“, თუ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა“, – წერს გერმანული გამოცემა.

26 ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 35 ქულა დააგროვა და მეორე ბუნდესლიგაში მერვე ადგილზეა, ქართველ თავდამსხმელს კი ჯერ გოლი არ გაუტანია.