ზივზივაძემ „ფეჰერვარში“ ითამაშა - უნგრელები „ფენერბახჩესთან“ დამარცხდნენ #1TVSPORT
ზივზივაძემ „ფეჰერვარში“ ითამაშა - უნგრელები „ფენერბახჩესთან“ დამარცხდნენ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ბუდუ ზიზვივაძემ „ფეჰერვარის“ მაისურით პირველი მატჩი „ფენერბახჩესთან“ ამხანაგურ მატჩში ჩაატარა მას შემდეგ, რაც „უიპეშტში“ წარმატებული იჯარიდან დაბრუნდა.

პირველი ტაიმი კარგად დაიწყო „ფეჰერვარმა“, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც ბუდუ ზივზივაძე იყო. მას დასაწყიში შანსი ჰქონდა, მაგრამ კარს ააცილა. თურქული კლუბი კი 37-ე წუთზე დურსუნ სერდარის გოლით დაწინაურდა. სტამბოლის გუნდის უპირატესობა 43-ე წუთზე დიეგო როსიმ გაზარდა, ხოლო 61-ე წუთზე ენერ ვალენსიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბუდუ ზივზივაძე მეორე ტაიმში შეცვალეს. 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდის მზადება ლაკონურად შეაფასა.

„შეკრების დროს მიზანია გაუმჯობესდეს როგორც გუნდური თამაში, ასევე ინდივიდუალურად ყველა მოთამაშის კონდიციები. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო მოსამზადებლად და შევეცდებით, სეზონის დაწყებას კარგ ფორმაში შევხდეთ“, – ამბობს უნგრული კლუბის ქართველი თავადმსხმელი.

უნგრული „ფეჰერვარი“ კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც აზერბაიჯანულ „გაბალა“ დაუპირისპირდება.