ზივზივაძემ „ფეჰერვარის“ დუბლშემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
ზივზივაძემ „ფეჰერვარის“ დუბლშემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ ფორმის შესანარჩუნებლად „ფეჰერვარის“ დუბლშემადგენლობაში ითამაშა და შანსის მიუხედავად, მოედანი უგოლოდ დატოვა.

ჩემპიონატში „ფეჰერვარი 2“ მესამე ლიგაში თამაშობს, სადაც „ჟამბეკს“ ესტუმრა. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ლასლო იმრიკმაფეჰერვარის“ გულშემატკივრების მიერ განტევების ვაცად ქცეული და მთავარი გუნდიდან მოკვეთილი ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

მე-18 წუთზე ზივზივაძემ ძალიან კარგი გადაცემით ჩეპრეგს თავსი გამოჩენის შანსი მისცა, მაგრამ ახალგაზრდა თავდამსხმელის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმში „ფეჰერვარი 2“-ს გოლის გატანის საუკეთესო შანსი 71-ე წუთზე მიეცა, როდესაც ჰაიდინგერის შესანიშნავი გადაცემა კარიდან ათიოდე მეტრში მყოფმა ზივზივაძემ მიიღო, მცველი ჩამოშორა და დაარტყა, მაგრამ სანტიმეტრებში ააცილა.

საბოლოოდ, „ფეჰერვარის“ მეორე გუნდმა „ჟამბეკთან“ მატჩი 0:0 დაასრულა. გუნდი შემდეგ მატჩს სეკეშფეჰერვარშინადკანიჟასთან“ გამართავს. შეხვედრა კვირას, 6 ნოემბერს გაიმართება.