ზივზივაძემ ბოლო წუთზე გაიტანა და „კარლსრუეს“ ქულა მოუპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა და „კარლსრუეს“ საშინაო შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, „ჰამბურგთან“ ქულა მოუტანა – 2:2.

ზივზივაძე „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება შეძლო.

„კარლსრუე“ 14-ე წუთზე შლოისენერმა დააწინაურა და ტაიმიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარში „ჰამბურგმა“ თამაში გამოასწორა. ბენესმა 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, სამ წუთში კი გლაცელმა სტუმრები დააწინაურა.

ამის შემდეგ „კარლსრეუს“ მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა მოედანზე ზივზივაძე შეუშვა და ცვლილებაც გამოიცნო – ბუდუმ 90+5-ე წუთზე „ჰამბურგის“ კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

„კარლსრუემ“ მეორე ბუნდელიგის ორ ტურში ოთხი ქულა მოაგროვა და ლიდერებს შორისაა. ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, სულ კი გერმანული გუნდის ფორმით თავი მეორედ გამოიჩინა.