ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა, „ფეჰერვარი“ ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT
ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა, „ფეჰერვარი“ ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე და „ფეჰერვარი“ უნგრეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში ბუდაპეშტში ქვეყნის ჩემპიონს, „ფერენცვაროშს“ ესტუმრნენ და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

მასპინძელთა განაცხადში ჯერ კიდევ არ იყო გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას ასრულებს. ბუდუ ზივზივაძე კი „ფეჰერვარის“ სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ 35-ე წუთზე მწვრთნელმა კონკურენტის, კენან კორდოს ნაცვლად შეუშვა.

ამ დროისთვის „ფერენცვაროშს“ თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა. ბუდაპეშტელები 2:0-ს იგებდნენ და ქართველის გუნდმა ვერც თამაშის შემოტრიალება მოახერხა და ვერც – კარის დაცვა.

პირველი ტაიმის ბოლო წამებზე „ფერენცვაროშმა“ სტუმართა კარი მესამედ აიღო, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე მეოთხეც გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 4:0.

უნგრეთის ჩემპიონატში გამართული მე-3 ტურის შემდეგ „ფეჰერვარმა“ მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, ხოლო „ფერენცვაროშმა“ 2 მატჩი გამართა, ორივე მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერია.