ზივზივაძემ ახალ გუნდში პირველად გაიტანა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ახალ გუნდში, უნგრეთის ვიცე-ჩემპიონ „ფეჰერვარში“ პირველი გოლი გაიტანა, თუმცა, გუნდი დამარცხებისგან ვერ იხსნა.

უნგრელებმა მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური მატჩი პრაღის „სლავიასთან“ ფრონკირხენში გამართეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაბორ მარტონმა 26 წლის ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, 66-ე წუთზე კი შეცვალა.

ფეჰერვარმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო და მე-9 წუთზე პენალტით დაწინაურდა – თერთმეტმეტრიანი საჯარიმო ზივზივაძემ ​ზუსტად შეასრულა. მე-40 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი ცრუ მოძრაობებით რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა და მეორის გატანაც შეეძლო, მაგრამ ჩეხების მეკარემ „სლავია“ გადაარჩინა. პრაღელებმა საქმე მეორე ტაიმში გამოასწორეს, მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს და საბოლოოდ, 3:1 მოიგეს.

ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ უნგრეთის ჩემპიონატის 2020/2021 წლების სეზონს შაბათს, 15 აგვისტოს, „ზალაეგერსეგთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს, ხოლო 27 აპრილს ევროპალიგაზე ითამაშებს.

დატოვე კომენტარი