ზივზივაძე უნგრეთში დარჩა - ქართველით „კიოლნი“ ინტერესდებოდა #1TVSPORT
ზივზივაძე უნგრეთში დარჩა - ქართველით „კიოლნი“ ინტერესდებოდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძეს გერმანიის ბუნდესლიგის კლუბი „კიოლნი“ იწვევს, რომელსაც ქართველი თავდამსხმელის გუნდს, „ფეჰერვარს“ კონფერენს ლიგის პლეიოფში დაუპირისპირდა – ინფორმაციას „გოლი“ და უნგრეთის ჩემპიონატის ვებგვერდი nb1.hu ავრცელებენ.

„კიოლნი“ „ფეჰერვარის“ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს ადევნებდა თვალს. ეს ორი გუნდი ერთმანეთს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში შეხვდა, 28 წლის თავდამსხმელმა გასვლაზე მოგებულ (1:2) შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. ამით მან ბუნდესლიგის გუნდის ყურადღება მიიქცია. „კიოლნის“ ხელმძღვანელობამ მას შეთავაზება გაუკეთა, რაზეც ფეჰერვარმა უარი თქვა“, – წერს nb1.hu.

როგორც ირკვევა, გერმანულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ვერ გამოისყიდა ან ტრანსფერი მინიმუმ ზამთრისთვის გადადო, რადგან ევროპაში სატრანსფერო „ფანჯარა“ 31 აგვისტოს დაიხურა და კონტრაქტიანი მოთამაშეების გადასვლა ზამთრის პერიოდში იქნება შესაძლებელი.

გერმანული „კიოლნი“ უნგრულ „ფეჰერვარს“კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში შეხვდა და პირველი დაპირისპირება სახლში 1:2 წააგო, განმეორებითი კი გასვლაზე 0:3 მოიგო და ტურნირის ჯგუფში მოხვდა. ბუდუ ზივზივაძემ კიოლნში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ზივზივაძეს, რომელმაც ახალი სეზონში 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ერტი საგოლე გადაცემა გააკეთა, „ფეჰერვართან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ცნობით, მისი საბაზრო ღირებულება 800 000 ევროა.