ზივზივაძე უნგრეთის ტურის სიმბოლურშია
ზივზივაძე უნგრეთის ტურის სიმბოლურშია

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. „მეზოკოვეშდის“ ქართველმა თავდამსხმელმა ქართველმა თავდამსხმელმა „კიშვარდასთან“ გასვლითი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

25 წლის ქართველი თავდამსხმელი ინტერნეტგვერდმა CSAKFOCI-მა გამოარჩია.

„ზივზივაძემ „ქიშვარდასთან“ თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. თამაშის დასაწყისში მან ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა, ხოლო მეორე ტაიმში შეხვედრის ბედი გადაწყვიტა“ – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში პირველი დუბლი პირველად შეასრულა და „მეზეკევეშდს“ სამი ქულა მოუტანა. ქართველმა თავდამსხმელმა უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და დიდი წვლილი შეიტანა, გუნდი 15 ქულით მეორე ადგილზე რომ არის – „მეძეკოვეშდი“ მხოლოდ ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“ (18 ქულა) ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის საერთაშორისო ვებ-გვერდის, „სოფასკორის“ შეფასებებით, ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მეექვსე ადგილზეა.