ზივზივაძე უნგრეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
ზივზივაძე უნგრეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სიმბოლური ნაკრები უნგრულმა გამოცემა „csakfoci“- მ შეადინა.
 
„ზივზივაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი თავდამსხმელის შეძენა სარფიანი გარიგება იყო. მან მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მცველებს საფრთხე არაერთხელ შეუქმნა“ – ასე ასაბუთებს გამოცემა ქართველის აღიარებას.
„მეზოკოვეშდის“ 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში გოლი ლიდერთა დაპირისპირებაში გაიტანა. ქართველის გუნდი უნგრეთის ჩემპიონს, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე „ფერენცვაროშთან“ გასვლაზე 0:1-ს აგებდა. 49-ე წუთზე, ბუდუ ეფექტური გოლის ავტორი გახდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:1. ამ გოლით კი გუნდს მეორე ადგილი შეუნარჩუნა.