ზივზივაძე „უიპეშტში“ წარადგინეს - ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია და მინდა მალე დავეხმარო #1TVSPORT
ზივზივაძე „უიპეშტში“ წარადგინეს - ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია და მინდა მალე დავეხმარო #1TVSPORT

უნგრეთის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „უიპეშტმა“ ბუდუ ზივზივაძე წარადგინა და ქართველი თავდამსხმელის დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

ფეჰერვარის“ ფეხბურთელმა, რომელმაც წელს ლიგაში 12-ჯერ ითამაშა, დღეს „უიპეშტთან“ საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კლუბები ყველაფერზე შეთანხმდნენ, ამიტომ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლება დასრულდა. გისურვებთ წარმატებებს და გოლებით სავსე პერიოდს“, – ასე მიესალმა ბუდაპეშტის კლუბი ქართველ ახალწვეულს.

კლუბის პრეს-სამსახური ქართველის უნგრულ კარიერასა და მიზნებზეც წერს.

„27 წლის თავდამსხმელს ჩვენი უნგრელი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გაცნობა არ სჭირდება, რადგან დებიუტი უნგრეთის ჩემპიონატში 2019 წლის ზაფხულში შედგა და მას შემდეგ 75 მატჩი ჩაატარა. ზივზივაძემ ალბათ ჩვენი კლუბი იმიტომ აირჩია, რომ თამაშის მეტი შესაძლებლობა ექნება და შეძლებს თანამემამულე გიორგი ბერიძესთან ერთად უფრო წარმატებულად ითამაშოს და ორივე მოხვდეს ეროვნულ ნაკრებში, სადაც 8-ჯერ ითამაშა. ბოლოს საქართველოს ეროვნულ გუნდში 2021 წლის ზაფხულში გამოიძახეს“.

უიპეშტის“ თავდამსხმელმა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვიცი, რომ ეს არის დიდი კლუბი დიდი ისტორიით, ამიტომ აღფრთოვანებული ვარ „უიპეშტში“ თამაშის შესაძლებლობით. სასიამოვნოა აქ ყოფნა, მინდა, თანაგუნდელებს რაც შეიძლება მალე შევუერთდე და მოედანზე წარმატებისთვის ვიბრძოლო“.