ზივზივაძე ტურის სიმბოლურშია - რჩეულებში ოთხი უკრაინელი მოხვდა #1TVSPORT
ზივზივაძე ტურის სიმბოლურშია - რჩეულებში ოთხი უკრაინელი მოხვდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – „უიპეშტის“ ქართველი თავდამსხმელი ტურის რჩეულებში უნგრულმა გამოცემა csakfoci-მ დაასახელა.

„ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი) – ქართველმა თავდამსხმელმა ორ ტურში სამი გოლი გაიტანა. მან თავი ყოფილი გუნდების წინაააღმდეგ გამოიჩინა. „მეზოკოვეშდთან“ ქართველმა თავდამსხმელმა დიანების წინააღმდეგ ჯერ ახლო მანძილიდან გაიტანა, შემდეგ კი ლამაზი მოჭრილი დარტმით აიღო კარი“, – წერს უნგრული გამოცემა.

ამას გარდა, გამოცემამ სიმბოლურ გუნდში ოთხი უკრაინელი ლეგიონერი დაასახელა, რომლებმაც გასული შაბათ-კვირის თამაშებში თავი გამოიჩინეს. ესენი არიან ანტონ კრავჩენკო, ბოგდან მელნიკი, ვიქტორ გაი (ყველა – „კიშვარდა“) და არტემ ფავოროვი (პუშკაშ აკადემია). მიუხედავად იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელიც რუსეთის აგრესიის გამო მათ სამშობლოშია, ამ ოთხეულმა ღირსეულად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის ქართველი თავდამსხმელი უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა და მეორედაც მისი კარგი თამაში csakfoci-მ დააფასა.