ზივზივაძე ტორპედოში ვარჯიშობს
ზივზივაძე ტორპედოში ვარჯიშობს

ტორპედო ახალი სეზონისთვის ემზადება და მალე თურქეთში გაემგზავრება.

მანამდე კი, 1 თებერვალს, გუნდი ამხანაგურ მატჩს ბათუმის დინამოსთან გამართავს. მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

გუნდთან ერთად ვარჯიშობს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც ბოლოს თბილისის დინამოში გამოდიოდა. შესაძლოა, 24 წლის თავდამსხმელმა ქუთაისურ კლუბში პირველად ხვალ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე ეროვნული საფეხბურთო ლიგის დასრულებულ სეზონში, გიორგი გაბედავასთან ერთად, 22 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მისი ტრანსფერი დანიურ ესბიერგს ეკუთვნოდა, რომელმაც შარშან თბილისის დინამოში ერთწლიანი იჯარით გაუშვა.

ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დანიურმა კლუბმა ზივზივაძეს კონტრაქტი გაუწყვიტა, რომელიც 2019 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა და ქართველი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტი გახდა.