ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია - ბუდუმ მორიგი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის წარმატებული თამაშების სერია გრძელდება – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „უიპეშტს“ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „უიპეშტმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერს, ბუდაპეშტის მტკ-ს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორივე ქართველი მასპინძელთა ძიორითად შემადგემნლობაში იყო – გიორგი ბერიძე 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბუდუ ზივზივაძე მოედნიდან 83-ე წუთზე გავიდა, მანამდე კი თავისი როლი შეასრულეს.

უკვე მე-10 წუთზე იოჰან კროიზემ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა გიორგი ბერიძე, რომელმაც 4 მეტრიდან ბურთი ძელს მოარტყა. 44-ე წუთზე ვინსენ ონოვომ ზივზივაძეს მოედნის ცენტრიდან უპასუხა და ქართველი თავდამსხმელი კარისკენ დაიძრა, მაგრამ ძლიერად ვერ დაარტყა და კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

მასპინძლებმა ანგარიში 63-ე წუთზე მატიაშ კატონას გოლით გახსნეს. 83-ე წუთზე კი ზივზივაზემ შორეული გადაცემა მიიღო, მცველთან ბრძოლა სიახლოვეს მოიგო, შემდეგ ცრუ მორაობით ჩამოიშორა, ბურთი კარგად მოჭრა და ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „უიპეშტის“ სასარგებლოდ.

ამ მოგებით „უიპეშტი“, რომელიც ზივზივაძის მისვლამდე ბოლო ადგილზე იყო, 26 ტურის შემდეგ 33 ქულით ახლა მე-7 პოზიციაზეა და მესამეადგილოსანკიშვარდას“ 12 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მესამეადგილოსანზალაეგერსეგს“ – მხოლოდ სამით. ამას გარდა, გუნდი უნგრეთის თასის ნახევარფინალში გავიდა.

ზივზივაძემუიპეშტში“ ჩატარებულ 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა და მცირე დროის მიუხედავად, გუნდის საუკეთესო ბომბარდირებს, იოჰან კროიზეს (5 გოლი) და გიორგი ბერიძეს (5 გოლი) გადაასწრო, სულ კი მიმდინარე სეზონში 8 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია.