ზივზივაძე მომჯობინდა, მაგრამ არ უთამაშია - „კალრსრუემ“ ბერლინის „ჰერტა“ დაამარცხა #1TVSPORT
ზივზივაძე მომჯობინდა, მაგრამ არ უთამაშია - „კალრსრუემ“ ბერლინის „ჰერტა“ დაამარცხა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კალრსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში ბერლინის „ჰერტა“ მიიღო და დაძაბულ დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 3:2.

ვირუსისგან მომჯობინებული საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში „კარლსრუეს“ განაცხადში დაბრუნდა, მაგრამ არ უთამაშია.

„კარლსრუე“ მე-16 წუთზე მარკო თიედეს გოლით დაწინაურდა. მართალია, შვიდ წუთში ბერლინელებმა ჰარის ტაბაკოვიჩის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ შესვენებამდე (45) იგორ მატანოვიჩმა მასპინძლები ისევ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „კარლსრუემ“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 77-ე წუთზე სტუმართა კარი მარვინ ვანიცეკმა აიღო. საბოლოო ანგარიში კი „ჰერტადან“ ისევ ტაბაკოვიჩმა დააფიქსირა, რომელმაც 87-ე წუთზე პენალტი გამოიყენა.

„კარლსრუემ“ 30 ტურის შემდეგ 46 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზე დაწინაურდა და ბუნდესლიგის პლეი ოფის ზონასთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა. თუმცა, სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და ამ ჩამორჩენის შემცირება ძალიან რთული იქნება.