ზივზივაძე კონფერენს ლიგის ბომბარდირია - „კიოლნთან“ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ #1TVSPORT
ზივზივაძე კონფერენს ლიგის ბომბარდირია - „კიოლნთან“ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია – „ფეჰერვარმაკონფერენს ლიგის ეტაპზე ორჯერ დაამარცხა მოლდოვური „პეტროკუბი“ (საერთო ანგარიში 7:1 (5:1, 2:1) და პლეი ოფში გავიდა, სადაც „კიოლნთან“ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების და უნგრული კლუბის თავდამსხმელმა ამ ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა და გერმანელებთან დაპირისპირებისაც არ ეშინია – ამის შესახებ ფეხბურთელმა გამცემა nemzetisport ისაუბრა.

„ბედნიერი ვარ, რომ „ფეჰერვარში“ პირველი დუბლი შევასრულე და იმედი მაქვს, ეს ბოლო შემთხვევა არ იქნება და კიდევ ბევრს გავიტან. ეს თანაგუნდელების დახმარების შედეგია. ეს დადასტურდა „პეტროკუბის“ წინააღმდეგაც. მოლდოვაში მატჩიც დამსახურებულად მოვიგეთ. თუმცა, პარასკევს დილით გავიღვიძეთ იმ ფიქრით, რომ ის, რაც ხუთშაბათს მოხდა, უკვე წარსულშია. კვირას კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა უნგრეთის ჩემპიონატში „ფერენცვაროშთან“ გველოდება. ძნელია, დეტალურად აღწერო, რა რთული მატჩი გვექნება. ოთხი დღის შემდეგ, კიდევ უფრო რთული დაპირისპირება კონფერენს ლიგის პლეი ოფში გერმანიაში „კიოლნთან“ გვაქვს. მაგრამ საწუწუნო არაფერია. ეს ის მატჩებია, რომელსაც ყველა ფეხბურთელი მოუთმენლად ელის“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ფეჰერვარის“ თავდამსხმელი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.

„ჩემპიონატის ჩათვლით, გავიტანე 6 გოლი სეზონის 6 თამაშში, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ველოდი. ბოლო რამდენიმე კვირა ბევრს ვმუშაობდი, რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. მინდა გავაგრძელო ის, რაც ევროთასებზე მოვახერხე. „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ გამარჯვების სურვილით გავალთ მოედანზე და გამარჯვებისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ! ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის „კიოლნის“ წინააღმდეგაც. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის, ბუნდესლიგის გუნდთან დუელში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ფეხბურთში სასიამოვნო ის არის, რომ საბოლოო შედეგი ქაღალდზე კი არა, მოედანზე წყდება“, – ამბობს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.