ზივზივაძე ისევ შეუჩერებელია - ბუდუმ მოლდოვაში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში მოლდოვურპეტროკუბთან“ თავი შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა და „ფეჰერვარის“ შემდეგ ეტაპზე გასვლაში დიდი როლი ითამაშა.

პირველი შეხვედრა უნგრელებმა 5:0 მოიგეს და განმეორებით შეხვედრაში კიშინიოვს ფაქტობრივად, გამარჯვებულის სტატუსით ესტუმრნენ. მოლდოველებს მეორე მატჩიც მოუგეს, შეხვედრის გმირი კი ბუდუ ზივზივაძე იყო, რომელმაც „პეტროკუბთან“ დუბლი შეასრულა.

ბუდუმ 31-ე წუთზე მეტოქის კარი 15 მეტრიდან აიღო. 3 წუთში „პეტროკუბმათერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მე-40 წუთზე ზივზივაძემ ისევ გაიტანა. „ფეჰერვარის“ ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, „ფეჰერვარმა“ 2:1 მოიგო და კონფერენს ლიგის პლეი ოფში გავიდა. ქართველმა თავდამსხმელმა კონფერენს ლიგის 4 მატჩში უკვე 5 გოლის გატანა მოახერხა.

დატოვე კომენტარი