„ზირას“ მწვრთნელი – „ტორპედო“ ჩვენი დაპირისპირების ბედის შემოტრიალებას შეეცდება, მაგრამ ამისთვის მზად ვართ #1TVSPORT

20:55, 15.07.2026

აზერბაიჯანული „ზირას“ მთავარმა მწვრთნელმა, რაშად სადიკოვმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩისთვის (პირველი შეხვედრა „ზირამ“ 3:0 მოიგო) გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„ჩვენ კარგად ნაცნობ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებით. „ტორპედოს“ კარგი შემადგენლობა, გამოცდილი მწვრთნელი და ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. მათ ევროპულ შეჯიბრებებში დიდი გამოცდილება გააჩნიათ.

ხვალ ისინი მატჩის მიმდინარეობის შეცვლას შეეცდებიან, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. წინ საინტერესო 90 წუთი გველის. იმედია, საკითხს ძირითად დროში მოვაგვარებთ. ამისთვის მატჩს ფიზიკურად უკეთ მომზადებულები უნდა შევხვდეთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში ვიყავით.

ჩვენი მეტოქე უკეთ ითამაშებს, ვიდრე ბაქოში. ამიტომ, თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს, თავადაც უკეთ უნდა ვითამაშოთ როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად“, – განაცხადა „ზირას“ მთავარმა მწვრთნელმა.

მსგავსი