„ზირამ“ ქართველის დუბლით მოიგო - ვოლკოვი ბომბარდირებში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ზირამ“ ქართველის დუბლით მოიგო - ვოლკოვი ბომბარდირებში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოლკოვი შესანიშნავ ფორმაშია – ეს აზერბაიჯანის პრემიერლიგის მორიგ შეხვედრაშიც გამოჩნდა, სადაც ქართველმა თავდამსხმელმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-5 ტურში დავით ვოლკოვისზირა“ „საბაილს“ ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. ვოლკოვიზირას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ზირამ“ პირველივე ტაიმში სოლიდურ უპირატესობას მიაღწია, რაც ქართველი ლეგიონერის დამსახურება იყო. ვოლკოვმა მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე სტუმართა უპირატესობა გაზარდა. მართალია, „საბაილმა“ შესვენებამდე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „ზირამ“ მოგება ხელიდან არ გაუშვა და 2:1 მოიგო.

ზირამ“ ხუთი ტურის შემდეგ რვა ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ვოლკოვი ხუთი გოლით აზერბაიჯანული ლიგის ბომბარდირთა სიას სათავეში მოექცა.