„ზირამ“ მოიგო - ვოლკოვმა ამჯერად საგოლე გააკეთა #1TVSPORT
„ზირამ“ მოიგო - ვოლკოვმა ამჯერად საგოლე გააკეთა #1TVSPORT

აზერბაიჯანის ჩემპიონატში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა და დავით ვოლკოვისზირამ“ გასვლაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა გასვლითი შეხვედრა ჩაატარა. დავით ვოლკოვიზირას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ ის მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რამდენიმე სახიფათო შეტევა წამოიწყო და ორ საგოლე შეტევაში მონაწილეობდა.

გოლი მისი დამსახურებით გავიდა. 29-ე წუთზე ფლანგზე ქართველი თავდამსხმელი მარცხენა ფლანგზე მცველს დიდ სისწრაფეებზე გაცდა, საჯარიმოში შევარდა და კარის წინ ჩააწოდა ბურთი, რომელიც გისმატ ალიევმა გაიტანა. მესამე საგოლე შეტევაც ვოლკოვმა წამოიწყო, კარის წინ შეტევა გაუგრძელა კოშქუნ დინიევს, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

მერაბ გიგაურის „კესლა“ ბაქოს „საბაჰს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. 28 წლის ქართველი ნახევარმცველი სტუმართა განაცხადში არ ყოფილა. მისი უთამაშებლობის მიზეზი უცნობია.

12 ტურის შემდეგ 22 ქულით „ზირა“ მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ყარაბაღს“ 4 ქულით ჩამორჩება, „კეშლა“ კი 10 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზეა. დავით ვოლკოვი 9 გოლით ისევ ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზეა.