ზიონ სუძუკი „პარი სენ-ჟერმენში“ ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ „ასტონ ვილას“ მეკარე გახდება #1TVSPORT
„პარმის“ მეკარე ზიონ სუძუკი მომავალ სეზონში ინგლისური „ასტონ ვილას“ რიგებში ითამაშებს.
თავდაპირველად, იაპონელი ფეხბურთელის პსჟ-ში გადასვლა თითქმის დადასტურებული იყო და სამედიცინო შემოწმებაც კი დაიგეგმა. თუმცა აგენტების ჰონორართან დაკავშირებული უთანხმოების გამო მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე ჩაიშალა, რითაც ინგლისურმა კლუბმა ისარგებლა და საქმეში ჩაერთო.
ბირმინგემული კლუბი ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონიც დაემატება. მხარეებს შორის ყველანაირი დეტალი შეთანხმებულია და მეკარესთან ხელშეკრულება 2031 წლამდე გაფორმდება.
სუძუკის დამატება, დიდი ალბათობით, ემილიანო მარტინესის მიერ „ასტონ ვილას“ დატოვების წინაპირობა გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი მეკარის შეძენით ტურინის „იუვენტუსია“ დაინტერესებული.