ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, „ლივერპული“ გაწვრთნას #1TVSPORT
ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, „ლივერპული“ გაწვრთნას #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, „ლივერპული“ ჩაიბაროს, – წერს ინტერნეტგამოცემა Todofichajes-ი.

აღნიშნავენ, რომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ფრანგი სპეციალისტის გარემოცვას იმის გასარკვევად, მზად არის თუ არა ზიდანი პრემიერლიგაში სამუშაოდ. ამ მომენტისთვის პასუხი უცნობია.

ზიდანი „ლივერპულში“ ნებისმიერი ფეხბურთელის მიწვევას შეძლებს და კლუბი მასთან კონტრაქტს გააფორმებს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებს კლუბს.