ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო სამუშაოზე დაბრუნების შესახებ შეკითხვას უპასუხა - ძალიან მალე #1TVSPORT
ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო სამუშაოზე დაბრუნების შესახებ შეკითხვას უპასუხა - ძალიან მალე #1TVSPORT

ზინედინ ზიდანმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, როდის შეიძლება დაუბრუნდეს სამწვრთნელო სამუშაოს.

„მენატრება თუ არა მწვრთნელის სამუშაო. არა, რადგან ლოდინისთვის დიდი დრო აღარ დარჩა. როდის მიხილავთ მწვრთნელის სკამზე? მალე, ძალიან მალე“, – განუცხადა RMC Sport-ს ფრანგმა სპეციალისტმა.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ზიდანი მთავარი კანდიდატია საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი 2021 წლიდან უგუნდოდაა მას შემდეგ, რაც მეორედ დატოვა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. ამ გუნდთან ერთად მან ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ასევე ორ-ორჯერ გაიმარჯვა ლა ლიგაში, ესპანეთის სუპერთასზე, უეფა-ს სუპერთასზე და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.