ზინედინ ზიდანმა „რეალში“ დიდი წმენდა დაგეგმა
ზინედინ ზიდანმა „რეალში“ დიდი წმენდა დაგეგმა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აპირებს მოაწყოს საკადრო წმენდა თავის კლუბში, – დაწერა გამოცემა „დიარიო სპორტმა“.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ფრანგი სპეციალისტის გეგმაში 11 ფეხბურთელთან გამოთხოვებაა. ამ სიაში არიან – გარეტ ბეილი, ხამეს როდრიგესი, მარიანო დიასი, ბრაიმ დიასი, ალვარო ოდრიოსოლა, ლუკა იოვიჩი, ალფონს არეოლა, ედერ მილიტაო, ლუკა მოდრიჩი, მარსელო და ლუკას ვასკესი.

ჩამოთვლილი ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული ფულით, ზიდანი ახალი ფეხბურთელების შეძენას აპირებს. „რეალის“ პოტენციურ ახალწვეულებად ასახელებენ ერლინ ჰალანდს, პოლ პოგბას, ჰარი კეინს, კილიან მბაპეს და სხვა ვარსკვლავებს.