ზინედინ ზიდანმა „რეალის“ მწვრთნელის რანგში მოგებებით ჟოზე მოურინიოს გაუსწრო
ზინედინ ზიდანმა „რეალის“ მწვრთნელის რანგში მოგებებით ჟოზე მოურინიოს გაუსწრო

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში მთავარი მატჩი იყო 287-ე მადრიდული დერბი – „რეალმა“ საკუთარ მოედანზე მიიღო „ატლეტიკო“.

ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ გაიტანა და „რეალს“ 1:0 მოაგებინა.

ეს იყო „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის 129-ე მოგება. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო ჟოზე მოურინიოს, რომელიც დღეს „ტოტენჰემს“ წვრთნის. ზიდანზე მეტი მოგება მხოლოდ ორ მწვრთნელს აქვს – ვისენტე დელ ბოსკესა (133) და მიგელ მუნიოსს (357).

„რეალმა“ 148-ედ მოიგო მადრიდულ დერბიში, რომელიც 1906 წლიდან იღებს სათავეს. „ატლეტიკომ“ 71-ჯერ გაიმარჯვა. კიდევ 68 მატჩი ფრედ დასრულდა.

„რეალმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და 49 ქულით ლიდერობს პრიმერას.