ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილზე საბოლოოდ თქვა უარი #1TVSPORT
, SPAIN - FEBRUARY 9: (L-R) Gareth Bale of Real Madrid, coach Zinedine Zidane of Real Madrid during the La Liga Santander match between Osasuna v Real Madrid on February 9, 2020 (Photo by David S. Bustamante/Soccrates/Getty Images)
„რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თავის გუნდში ფორვარდ გარეტ ბეილის დაბრუნების წინააღმდეგია, – დაწერა გამოცემა Defensa Central-მა.
წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი თვალს არ ადევნებს უელსელის გამოსვლას „ტოტენჰემში“, სადაც ის იჯარის წესით თამაშობს.
ფრანგმა სპეციალისტმა ხაზი გადაუსვა მადრიდულ კლუბში ბეილის კარიერას. ზიდანს მიაჩნია, რომ უელსელი არღვევს გუნდში ატმოსფეროს.
ბეილის მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
პრემიერლიგაში „ტოტენჰემის“ მაისურით ბეილმა 10 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.