ზინედინ ზიდანის ვაჟმა პორტუგალიის ჩემპიონატში ულამაზესი გოლი გაიტანა [ვიდეო]
პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე „ავეშის“ ნახევარმცველმა ენცო ზიდანმა ულამაზესი გოლი გაიტანა „რიუ ავესთან“ მესამე ტურის მატჩში. მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ვაჟმა ერთი მოძრაობით ჩამოიცილა მცველი და მეორე შეხებით ზუსტად დაარტყა. თუმცა, ამ გოლმა ვერ უშველა „ავეშს“, რომელმაც დიდი ანგარიშით – 1:5 წააგო.
Enzo Zidane with a consolation goal for Aves… Rio Ave leading 5-1 pic.twitter.com/zp5eyw9NFy
— SportzGlobal01 (@SGlobal01) August 23, 2019
ენცო ზიდანი „ავეში” ამ ზაფხულს გადავიდა. შარშან ის იჯარით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში „რაიო მახადაონდას“ რიგებში თამაშობდა.