ზინედინ ზიდანის ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
ზინედინ ზიდანის ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT

ესპანური „გრანადას“ მეკარემ, ლუკა ზიდანმა ალჟირის ნაკრებიდან მიიღო შეთავაზება, – წერს გამოცემა RMC Sport-ი.

ლეგენდარული ზინედინ ზიდანის 27 წლის ვაჟი ადრე საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა და საერთაშორისო დონეზე 30 მატჩი დაუგროვდა. უმცროსი ზიდანი 2015 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა 17-წლამდე ფეხბურთელებს შორის.

ზინედინ ზიდანის მეორე შვილმა, ელიასმა, რომელიც „ბეტისში“ თამაშობს მცველის პოზიციაზე, საფრანგეთის ნაკრებისგან მიიღო გამოძახება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ.