ზინედინ ზიდანის საფრანგეთის ნაკრების პირველ საშინაო მატჩზე ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა #1TVSPORT

21:15, 03.08.2026

ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრების სადებიუტო მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 24 საათში გაიყიდა, – დაწერა ინტერნეტ-გამოცემა RMC Sport-მა. რეალიზაცია დაიწყო 31 ივლისს და უკვე მომდევნო დღეს ბილეთების ყიდვა შეუძლებელი იყო.

საფრანგეთის ნაკრების პირველი საშინაო მატჩი 2 ოქტომბერს გაიმართება „სტად დე ფრანსზე“. ერთა ლიგის მესამე ტურში ზიდანის გუნდი იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს.

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 28 ივლისს დაინიშნა. მან ამ პოსტზე დიდიე დეშამი შეცვალა. მისი კონტრაქტი ოთხწლიანია და მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ბოლომდე იქნება ძალაში.

მსგავსი