ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გააფორმებს #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნულ გუნდს სათავეში ზინედინ ზიდანი ჩაუდგება. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მასთან ოფიციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით იქნება ძალაში, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
უკანასკნელი რვა თვის მანძილზე ზიდანმა ყველა გუნდს უარი უთხრა, რადგან მისი მთავარი მიზანი სწორედ საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა იყო. შესაბამისად, ლეგენდარული ფრანგი ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დაუბრუნდება.
დიდიე დეშამი, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან ხელმძღვანელობს, ეროვნულ გუნდს ბოლოჯერ მუნდიალის მესამე ადგილისთვის გასამართ მატჩში გაიყვანს. მისი მწვრთნელობის პერიოდში საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატისა და ერთა ლიგის ტიტულები მოიპოვა, ამასთანავე, თითოჯერ გავიდა ევროპისა და მსოფლიო პირველობების ფინალებში.