ზინედინ ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია

21:15, 04.08.2020

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი ზინედინ ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარა.

გაზეთის ჟურნალისტები სამ კანდიდატს შორის ირჩევდნენ – ზიდანის გარდა, ესენი იყვნენ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი პეპ გვარდიოლა.

2019-20 წლების სეზონში ზიდანმა „რეალს“ ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა. გუნდი, ჯერჯერობით, აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაზე.

მსგავსი