ზინედინ ზიდანი მომავალ სეზონში „რეალის“ მწვრთნელად დარჩება
ზინედინ ზიდანი მომავალ სეზონში „რეალის“ მწვრთნელად დარჩება

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მომავალ სეზონშიც გააგრძელებს გუნდთან მუშაობას, – წერს ესპანური გაზეთი AS.

„რეალის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – დატოვოს ზიდანი გუნდის სათავეში იმის მიუხედავად, რა შედეგებს აჩვენებს წლევანდელ სეზონში.

არადა, სეზონის შეწყვეტამდე, ზიდანის მომავალი „რეალში“ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. კლუბის ბოსები ფრანგს მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნების გარანტიას აძლევდნენ მხოლოდ ლა ლიგას მოგების შემთხვევაში. მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როცა გაუგებარია, დასრულდება თუ არა სეზონი, გადაწყდა არ მომხდარიყო უახლოეს პერიოდში სამწვრთნელო გადაადგილებები.

27 ტურის შემდეგ, „რეალი“ მეორე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში და ლიდერ „ბარსელონას“ ორი ქულით ჩამორჩება.