ზინედინ ზიდანი ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია (FourFourTwo)
ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ შეადგინა ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო ფეხბურთელის სია.
პირველი ადგილი დაიკავა ზინედინ ზიდანმა, ხოლო სრულად ტოპათეული ასე გამოიყურება:
- ზინედინ ზიდანი (ბორდო, იუვენტუსი, რეალი)
- ტიერი ანრი (მონაკო, არსენალი, ბარსელონა)
- მიშელ პლატინი (ნანსი, სენტ-ეტიენი, იუვენტუსი)
- პატრიკ ვიეირა (არსენალი, იუვენტუსი, ინტერი)
- ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნ)
- ლილიან ტურამი (მონაკო, იუვენტუსი, ბარსელონა)
- მარსელ დესაი (ნანტი, მილანი, ჩელსი)
- დიდიე დეშამი (მარსელი, იუვენტუსი, ჩელსი)
- ჟიუსტ ფონტენი (ნიცა, რეიმსი)
- ნ’გოლო კანტე (ლესტერი, ჩელსი, ფენერბახჩე)
აღსანიშნავია, რომ ათეულში ვერ მოხვდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში მეორე ბომბარდირი, „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე.