ზინედინ ზიდანი - დრო ივნისამდე მაქვს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს #1TVSPORT
ფრანგმა სპეციალისტმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მზად არის, განაახლოს კარიერა.
„სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება რჩება ჩემს სურვილებში. დღეს მე მაქვს დრო და არ ვიცი, რამდენად გაიწელება ის. შესაძლოა, დრო მაქვს ივნისამდე, მაგრამ შეიძლება ყცელაფერი სწრაფად შეიცვალოს“, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები Le Figaro-ს.
50 წლის ზიდანი სამუშაოს გარეშეა 2021 წლის ზაფხულიდან, როცა მადრიდის „რეალი“ დატოვა.