ზინედინ ზიდანი - ბენზემას უნდა ჰქონდეს ადგილი საფრანგეთის ნაკრებში, ის საუკეთესოა
ზინედინ ზიდანი - ბენზემას უნდა ჰქონდეს ადგილი საფრანგეთის ნაკრებში, ის საუკეთესოა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ფორვარდი ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში უნდა გამოიძახონ.

„მას ყოველთვის ძალიან სიამოვნებდა, როცა ეროვნულ ნაკრებში უხმობდნენ და ყოველთვის უნდოდა საფრანგეთის ნაკრებში თამაში. არ ვიცი, რა ხდება გუნდის შიგნით, მაგრამ თუ შემეკითხებით, გიპასუხებთ, რომ ქარიმი, უბრალოდ მოთამაშეა. ასე რომ, დიახ, მას უნდა ჰქონდეს ადგილი ნაკრებში“, – განაცხადა ზიდანმა ჟურნალ „ფრანს ფუტბოლთან“ კომენტარში.

ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ თამაშობს, რადგან ეროვნული გუნდის მცველის მატიო ვალბუენას შანტაჟის საქმეში იყო გარეული.