ზინედინ ზიდანი - არ ვარ დარწმუნებული, რომ აზარი 90 წუთის სათამაშოდ მზად არის
ზინედინ ზიდანი - არ ვარ დარწმუნებული, რომ აზარი 90 წუთის სათამაშოდ მზად არის

ედენ აზარი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მადრიდის „რეალს“ რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბი მშვიდადაა ბელგიელი ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობის გამო, ზინედინ ზიდანი მაინც ფიქრობს, რომ ის არაა ბოლომდე მზად 90 წუთის სათამაშოდ.

„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ აზარი 90 წუთის სათამაშოდ მზადა არის. ის ჩვენთან ერთადაა და რეგულარულად ვარჯიშობს. ვნახავთ რა მოხდება ხვალ“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი მადრიდული კლუბის შემადგენლობაში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ტრავმების გამო მას ამ სეზონში თამაში თითქმის არ მოუწია.

მადრიდის „რეალი“ შემდეგ შეხვედრას, 9 იანვარს „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავს და დიდი ალბათობით, ბელგიელი ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.